Transporter GARDENA-ს და Husqvarna-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

ხოლო 2017 წლიდან დღემდე, რეკრეაციული ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში

Gardena-ს ძირითადი მიმართულებები

ბაღის მოვლა მოწყობილობები სარწყავი სისტემები ბალახის და ბუჩქის საკრეჭები ბუჩქის საკრეჭი ინსტრუმენტების ნაკრებები სეკატორები ხელთათმანები ხერხები ბაღის ტრაქტორი ბენზოცელი გაზონის საკრეჭი მანქანა კულტივატორი საჭრელი აპარატი სარწყავები შლანგები და აქსესუარები წყლის ჭკვიანი მრიცხველები
ბაღის მოვლა მოწყობილობები სარწყავი სისტემები ბალახის და ბუჩქის საკრეჭები ბუჩქის საკრეჭი ინსტრუმენტების ნაკრებები სეკატორები ხელთათმანები ხერხები ბაღის ტრაქტორი ბენზოცელი გაზონის საკრეჭი მანქანა კულტივატორი საჭრელი აპარატი სარწყავები შლანგები და აქსესუარები წყლის ჭკვიანი მრიცხველები
ჩვენი ისტორია

როგორ დაიწყო გარდენა

გაიგე სიახლეებზე პირვლემა

ყოველი შენაძენით, თქვენ მიიღებთ ქეშბექს, რომელიც ჩაირიცხება თქვენს ტრანსპორტერის -ის ანგარიშზე, დამატებით შეღავათებთან ერთად.

საუკეთესო ბრენდები რეკრეაციულ სექტორში

შვედური კომპანია Husqvarna, 1689 წელს დაარსდა. 2013 წლიდან, კომპანიამ გერმანული წარმოების ბრენდი Gardena შემოიერთა და ჩამოყალიბდა როგორც Husqvarna Group, რომელიც ამჟამად აერთიანებს შემდეგ ბრენდებს: Husqvarna, Gardena, McCulloch და Diamant Boart.

Husqvarna-ს პროდუქცია მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბრენდი მსოფლიო ლიდერია ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა გაზონის საჭრელი მანქანები, ბაღის ტრაქტორები, ხერხები და ტრიმერები; გარდა ამისა, ევროპის ბაზარზე მოწინავე პოზიციას იკავებს სარწყავი სისტემების მიმართულებით, ხოლო საჭრელი აღჭურვილობის, ალმასის იარაღის წარმოებაში, მშენებლობასა და ქვის ინდუსტრიაში, მსოფლიო მასშტაბით ლიდერობს.

მრავალი წლის მანძილზე, Husqvarna Group აქტიურად ზრუნავდა ბრენდების განვითარებაზე, რაზეც დიდი გავლენა ჰქონდა პროფესიონალ მომხმარებელთან მჭიდრო თანამშრომლობას. სწორედ ამან განაპირობა ბრენდის საიმედოობა, ეფექტურობა და მომხმარებლის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.

Husqvarna Group-ის პროდუქცია ხელმისაწვდომია კომპანია "ტრანსპორტერი"-ს შურუმში. "ტრანსპორტერი" 2015 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, ხოლო 2017 წლიდან დღემდე, რეკრეაციული ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის პროდუქცია მსოფლიოში წამყვანი ბრენდებისგან არის დაკომპლექტებული და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. "ტრანსპორტერი" წარმატებით ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ქართულ ბაზარზე და არა მარტო, რაც მსოფლიო ბრენდების მიწოდებითა და მომხმარებლების ხარისხიანად მომსახურების დამსახურებაა.