მიზანი

www.transporter.com.ge-ზე ვიზიტისას ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია ამ პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად, Transporter გთხოვთ, პერიოდულად გადაამოწმოთ იგი.

მომხმარებელი, რომელიც საკუთარი სურვილით გვაწვდის პერსონალურ მონაცემებს, ავტომატურად გვაძლევს უფლებას მათი გამოყენებისა და დამუშავებისთვის.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს Transporter-ის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და GDPR რეგლამენტით.

ეს დოკუმენტი წარმოადგენს Transporter-ის ვებგვერდის გამოყენების წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.

 

ტერმინთა განმარტება

  • Transporter — შპს “Transporter”, საიდენტიფიკაციო კოდი: 405127508, რეგისტრირებული მისამართზე: ა. ბელიაშვილის ქ. 70, თბილისი, საქართველო.

  • პერსონალური მონაცემი — ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირებს ფიზიკურ პირს.

  • მონაცემთა დამუშავება — მონაცემთა შეგროვება, გამოყენება, შენახვა, წაშლა ან გავრცელება.

  • მონაცემთა სუბიექტი — მომხმარებელი, რომლის მონაცემებს ვამუშავებთ.

  • თანხმობა — მომხმარებლის მიერ აქტიური ქმედებით, წერილობით ან ზეპირად გაცემული ნებართვა.

  • დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი — პირი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზანს და გზებს.

  • დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი — პირი, რომელიც დამუშავების პასუხისმგებელი პირის დავალებით ამუშავებს მონაცემებს.

  • მესამე პირი — ნებისმიერი პირი გარდა მონაცემთა სუბიექტისა, დამუშავების პასუხისმგებელი პირისა და უფლებამოსილი პირისა.

  • პირდაპირი მარკეტინგი — მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაცია სარეკლამო მიზნით.

 

თანხმობა

ვებგვერდით სარგებლობით, მომხმარებელი ეთანხმება ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას და გვაძლევს უფლებას მონაცემების დამუშავებაზე.

 

მონაცემთა დამუშავების საფუძველი

  • ხელშეკრულების შესრულება;

  • მომხმარებლის თანხმობა;

  • კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება;

  • მომსახურების გაწევის აუცილებლობა.

 

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი

  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;

  • კანონისმიერი ვალდებულებების შესრულება;

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია;

  • პროდუქციის მიწოდება და განახლებული სერვისების შეთავაზება;

  • უსაფრთხოების და დანაშაულის პრევენცია;

  • მარკეტინგული აქტივობები მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში.

 

მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს:

  • ინფორმაცია თავისი მონაცემების შესახებ;

  • მონაცემების გასწორება ან განახლება;

  • მონაცემთა წაშლა ან დამუშავების შეწყვეტა;

  • მონაცემთა გადაცემა სხვა ორგანიზაციაში;

  • თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს.

ყველა მოთხოვნაზე პასუხი გაიცემა 10 სამუშაო დღეში, საჭიროების შემთხვევაში დამატებით 10 დღით გახანგრძლივებით.

 

მომხმარებლის ვალდებულებები

მომხმარებელი ვალდებულია მოგვაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია და განაახლოს იგი ცვლილების შემთხვევაში.

 

ქოლცენტრი

მომსახურების გაუმჯობესებისა და უსაფრთხოების მიზნით, სატელეფონო ზარები იწერება და მუშავდება.

 

ვებგვერდის გამოყენების პირობები

ვებგვერდზე ვიზიტით მომხმარებელი ეთანხმება Cookies-ის და პირადი მონაცემების დამუშავებას.

 

არასრულწლოვანები

თუ გამოვლინდა, რომ მომხმარებელი არასრულწლოვანია და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, მისი მონაცემები უგულებელყოფილი იქნება.

 

ვის უზიარებთ მომხმარებლის მონაცემებს

მონაცემები გადაეცემა პარტნიორ საკურიერო კომპანიას მხოლოდ შეკვეთილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.

მონაცემები შეიძლება გავუზიაროთ სახელმწიფო ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მომხმარებლის თანხმობით, მისი მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას პირდაპირი მარკეტინგისთვის.

 

პირდაპირი მარკეტინგი

პირდაპირი მარკეტინგისთვის მომხმარებელი გვაძლევს თანხმობას აქტიური ქმედებით და ნებისმიერ დროს შეუძლია მისი გამოხმობა პირადი ანგარიშიდან «On/Off» ფუნქციით. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღეში მარკეტინგი შეწყდება.

 

Cookies და ლოგ ფაილები

ვებგვერდი იყენებს Cookies-სა და ლოგ ფაილებს მომხმარებლის ქცევის ანალიზისა და გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით.

მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს Cookies-ის პარამეტრები ბრაუზერის მეშვეობით.

 

მონაცემთა მიღება

ინფორმაციას ვიღებთ:

  • რეგისტრაციისას;

  • სატელეფონო ან ელფოსტის კომუნიკაციისას;

  • ვებგვერდზე ან ჩატით კომუნიკაციისას.

 

მონაცემების ტიპი

რეგისტრაციისას მოთხოვნილი ინფორმაცია:

  • მობილურის ნომერი;

  • ელფოსტა;

  • მისამართი;

  • სახელი და გვარი;

  • პაროლი.

გადახდისას მომხმარებლის ბარათის ინფორმაცია დაცულია ბანკის მიერ, Transporter არ ფლობს ბარათის მონაცემებს.

 

მონაცემთა შენახვის ვადა

მონაცემები ინახება საჭირო ვადით, ვიდრე მომხმარებელი არ მოითხოვს მათი წაშლას ან ვიდრე არ წარმოიშობა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

უსაფრთხოება

Transporter იღებს ყველა ზომას მონაცემების დასაცავად, თუმცა ვერ იძლევა სრული უსაფრთხოების გარანტიას მესამე პირების არაკანონიერი ქმედებების შემთხვევაში.

 

მესამე მხარეები

Transporter არ იღებს პასუხისმგებლობას სხვა ვებსაიტებზე განთავსებულ გარე ბმულებზე.

 

ცვლილებები და დამატებები

ცვლილებების შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებგვერდზე. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ ვებგვერდის გამოყენება ნიშნავს მათზე თანხმობას.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ირაკლი ჯანაშვილი

ტელეფონი: +995 595 371 177

ელფოსტა: irakli@trustee.legal

 

კონტაქტი Transporter-თან

დაგვიკავშირდით დამატებითი კითხვების შემთხვევაში:

info@transporter.com.ge